სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა ნიდერლანდებთან მოგებული (48:15) შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
"ბორჯღალოსნების" დამრიგებლის თქმით, ის მატჩის შედეგით კმაყოფილია, თუმცა იმავეს ვერ იტყვის თამაშის ხარისხზე.
"თამაშის ხარისხით არც მწვრთნელები და არც მოთამაშეები კმაყოფილი არ ვართ. ამას აქვს ობიექტური მიზეზები. ბევრი ტექნიკური წუნი გვქონდა, განსაკუთრებით ბურთის მოპოვების ფაზაში. გარდა იმისა, რომ კოვიდ-პანდემიიდან გამომდინარე შეკრების პირველ კვირაში ცალკეულ ჯგუფებად მოგვიწია ვარჯიში და შეთამაშების მხრივ პრობლემები გვქონდა, იყო მეტოქის შეუფასებლობაც. თავიდანვე ვერ შევძელით ქულების მოპოვება, რამაც წნეხში მოგვაქცია და შეცდომებიც ამან გამოიწვია.
მეორე ტაიმში ოდნავ უკეთესი სურათი იყო, თუმცა შეუთამაშებლობა მაინც იგრძნობოდა. შედეგით კმაყოფილები ვართ, თუმცა თამაშის ხარისხით არა. ეს შეიძლება კარგიც იყოს, რადგან ვემზადებით სამხრეთ აფრიკული ტურნესთვის და გვაქვს დრო შეცდომების გასაანალიზებლად და გამოსასწორებლად. დარწმუნებული ვარ სამხრეთ აფრიკასთან შეცდომები ნაკლები იქნება", - ციტირებს მაისაშვილის სიტყვებს რაგბის კავშირის ოფიციალური ვებგვერდი.
საქართველოს ნაკრები 2 და 9 ივლისს გასვლაზე სამხრეთ აფრიკას დაუპირისპირდება, ხოლო ზაფხულის ტესტების დასკვნით მატჩში 17 ივლისს შოტლანდიას "დინამო არენაზე" უმასპინძლებს.
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.