საქართველოს ნაკრებმა ნიდერლანდები ბონუსით დაამარცხა და ჩემპიონობა გაიფორმა

საქართველოს ნაკრებმა ნიდერლანდები ბონუსით დაამარცხა და ჩემპიონობა გაიფორმა

© Georgian Rugby

საქართველოს ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის მისთვის დასკვნით მატჩში თელავში ნიდერლანდების ნაკრები ბონუსით 48:15 დაამარცხა და საჩემპიონო ტიტული მოიპოვა. 

"ბორჯღალოსნებმა" მოწინააღმდეგე რვაჯერ დაალელოვეს, ხოლო სტუმრებმა ორი ლელოს გატანა მოახერხეს. 

პირველი ტაიმი საკმაოდ დაძაბული გამოდგა და საქართველომ მხოლოდ 15:8 იმარჯვა. მასპინძელთაგან თავი დავით ნინიაშვილმა, აკაკი ტაბუცაძემ და ვასილ ლობჟანიძემ გამოიჩინეს, ხოლო ნიდერლანდებიდან იორდი ჰოპი გამოირჩა ლელოთი. 

კლასში და ფიზიკურ მომზადებაში სხვაობა განსაკუთრებით მეორე ნახევარში გამოჩნდა და "ბორჯღალოსნებმა" ხუთი ლელო გაიტანეს, ხოლო სტუმრებმა ერთი ლელო მიითვალეს. კიდევ ორი ლელო დადო და ჰეთ-თრიკი გაიფორმა დავით ნინიაშვილმა, აკაკი ტაბუცაძემ დუბლი შეასრულა, ხოლო თითო ლელო გურამ გოგიჩაშვილმა და გიორგი ჯავახიამ მიითვალეს. სტუმართაგან ვოლფ ფან დეიკი გამოირჩა ლელოთი.

უნდა ითქვას, რომ ნიდერლანდების ნაკრებმა დებიუტანტის კვალობაზე საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა და გარკვეულ ასპექტებში საკმაოდ კარგად წარმოაჩინა თავი. 

საქართველოს ნაკრები დღეს ღამით სამხრეთ აფრიკაში გაემგზავრება, სადაც 2 და 9 ივლისს მოქმედ მსოფლიო ჩემპიონს შეერკინება. 

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)