საქართველოს 7-კაცა ნაკრების პირველი დღის განრიგი, რაგბი ევროპის ჩემპიონატის მოსკოვის ეტაპზე

საქართველოს 7-კაცა ნაკრების პირველი დღის განრიგი, რაგბი ევროპის ჩემპიონატის მოსკოვის ეტაპზე

საქართველოს 7-კაცა ნაკრები 26-27 ივნისს 2021 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეორე ეტაპზე მიიღებს მონაწილეობას, რომელიც მოსკოვში გაიმართება.

26 ივნისს ჯგუფური ეტაპი გაიმართება, სადაც საქართველოს 7-კაცა ნაკრების მეტოქეები ესპანეთი, პორტუგალია და პოლონეთი იქნებიან. გახსნით მატჩში საქართველო პორტუგალიას ეთამაშება და ეს შეხვედრა თბილისის დროით 12:28 საათზე დაიწყება, 15:30 საათზე საქართველო ლისაბონის ეტაპის გამარჯვებულს ესპანეთს შეხვდება, ხოლო ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩში მოწინააღმდეგე პოლონეთი იქნება და ეს შეხვედრა 18:04 საათზე აიღებს სტარტს. 

მეორე ჯგუფში გერმანიის, ლიეტუვის, იტალიის და რუსეთის 7-კაცა ნაკრებები არიან გადანაწილებულნი. 27 ივნისს პლეი-ოფები გაიმართება, სადაც ჯგუფის გამარჯვებულები მეორე ჯგუფის მეოთხე ადგილოსნებს შეერკინებიან, ხოლო მეორე ადგილოსნები მესამე ადგილოსნებს შეხვდებიან. 

საქართველოს 7-კაცა ნაკრების შემადგენლობა მოსკოვის ეტაპზე

ნიკოლოზ რეხვიაშვილი (ყოჩები, ბოლნისი), გიორგი ჭუაძე (აკადემია, თბილისი, კაპ.), გიორგი კოშაძე (ხარები, რუსთავი), თენგიზ პერანიძე (ლელო-სარასენსი, თბილისი), ნიკოლოზ გიგაური (არმაზი, მარნეული), ლუკა დვალიშვილი (არმაზი, მარნეული), იოანე ხელაია (აკადემია, თბილისი), ალექსანდრე კალმახელიძე (არმაზი, მარნეული), ლუკა მატკავა (არმაზი, მარნეული), რევაზ ხარაზიშვილი (იუნკერები, კიკეთი), ლევან ნარიმანიძე (ხარები, რუსთავი), ლადო მიმინოშვილი (ყოჩები, ბოლნისი).

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)