ზედიზედ მეორედ - ტულუზი საფრანგეთის ჩემპიონია!

ზედიზედ მეორედ - ტულუზი საფრანგეთის ჩემპიონია!

"ტულუზი" და "ლა როშელი" მიმდინარე სეზონში ერთმანეთს მეორედ შეხვდნენ ფინალში და ორივე შემთხვევაში უფრო ძლიერი ტულუზელები გამოდგნენ.

ტოპ 14-ის ფინალში "ლა როშელი" რევანშის აღევას და 123-წლიანი ისტორიაში პირველ ოქროს უმიზნებდა, თუმცა "ტულუზს" მთელი მატჩის განმავლობაში სადევეები ხელთ ჰქონდა და სრულიად დამსახურებული გამარჯვება იზეიმა.

ტაიმი 12:0 დასრულდა. ტომა რამოსმა არეკნი და ორი ჯარიმა გაიტანა, ხოლო ტაიმის ბოლოს ჩესლინ კოლბიმ 50 მეტრიდან ბრწყინვალე არეკნი შეასრულა და გულშემატკივრები აღფრთოვანებაში მოიყვანა. 

მეორე ტაიმის დასაწყისში იჰაია ვესტმა, რომელმაც პირველ ტაიმში ერთი ჯარიმა ააცილა, ერთი ჯარიმა გაქვითა და სხვაობა 9 ქულამდე დაიყვანა. დაახლოებით მე-60 წუთისთვის "ლა როშელს" შანსი ჰქონდა, რომ ჯარიმა 5-მეტრიანში ჩაეგდო და შემდეგ მოლიდან ლელოს დადება ეცადა, მაგრამ ამის ნაცვლად ვესტმა მახვილი კუთხიდან კარში დარტყმა არჩია და მიზანმა ისევ უმტყუნა, აქედან რამდენიმე წუთში კი "ტულუზმა" მოიპოვა ძალიან ხელსაყრელი პოზიციიდან კარში დარტყმის უფლება, რამოსმა ეს კვლავ მშვენივრად გააკეთა და 12-ქულიანი სტატუს-კვო აღდგა, ხოლო 73-ე წუთზე კიდევ ერთი ჯარიმა გაიტანა და ფინალის ბედი გადაწყვიტა. "ლა როშელმა" მხოლოდ ის მოახერხა, რომ დენი პრისოს ლელოთი 77-ე წუთზე სხვაობა 10-ქულამდე შეამცირა და მატჩის ერთადერთი ლელო სწორედ წაგებულმა გუნდმა გაიტანა - 18:8.

ამრიგად, "ტულუზი" საფრანგეთის ჩემპიონი ზედიზედ მეორედ, სულ კი 21-ედ გახდა. "ლა როშელი" კი არსებობის განმავლობაში როგორც ტოპ 14-ის, ასევე ჩემპიონთა თასის ფინალში პირველად გავიდა და ამ წარმატებების ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი მათი შერკინების კონსულტანტი დავით ზირაქაშვილი გახლავთ, რომელსაც მომდევნო სეზონიდან დიდი ალბათობით "კლერმონის" შერკინების კონსულტანტად ვიხილავთ. 

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)