სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

ნიდერლანდების ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ზეინ გარდინერმა, მათთვის რაგბი ევროპის ჩემპიონატის სადებიუტო მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა.
როგორც იცით, "ნარინჯისფრებმა" 29 მაისს პლეი-აუტში ბელგია დაამარცხეს და 2001 წლის შემდეგ პირველად, რაგბი ევროპის ელიტაში თამაშის უფლება მოიპოვეს.
რაც შეეხება შემადგენლობას, 23-კაციანი განაცხადიდან 15 მორაგბე ნიდერლანდების ჩემპიონატში ასპარეზობს, ხოლო რვა ლეგიონერია. ძირითად შემადგენლობაშია 23 წლის მეორეხაზელი კუნ ბლუმენი, რომელმაც გასულ სეზონში ფრანგულ "ბურგ-ეგ-ბრესის" რიგებში ნასიონალში 10 შეხვედრა ჩაატარა და პრო დ2-ში აღზევდა, "ბრივის" ესპუარებში ასპარეზობს 21 წლის რვა ნომერი დეივ კულმანი, რომელიც ასევე სასტარტოშია, ხოლო მარბიელი ფან დე ფენი ესპანურ "ალკობენდასში" ასპარეზობს, დანარჩენი ხუთი მორკინალი ადგილობრივ ჩემპიონატში ირჯება.
ლეგიონერები არიან შუამარბები, კაპიტანი დავიდ ვირსმა ესპანურ "აპარეხადორესში" თამაშობს, ხოლო ბარტ ვირენხა ნასიონალში დაქვეითებულ "ვალანს რომანსში". მარქაფაში კიდევ სამი ლეგიონერია: "ეალინგ ტრაილფინდერსის" კვაჭი მაიქ მბოდი, რომლის გუნდიც ჩემპიონშიპის ფინალში გავიდა, თუმცა "სარასენსთან" დიდი სხვაობით დამარცხდა, ფედერალ 3-ის "ლეჟევინუას" ჰავბექი უგო შიოლერი და პრო დ2-ში აღზევებული "ნარბონის" ესპუარების შუამარბი დეილი ოუენ ლიმენი.
მატჩი 26 ივნისს თელავში 17 საათზე დაიწყება.
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.