სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

© Georgian Rugby
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა ნიდერლანდებთან გასამართი მატჩისთვის შემადგენლობის დასახელების შემდეგ, მოახლოებულ თამაშზე კომენტარი გააკეთა.
"ბორჯღალოსანების" მთავარი მწვრთნელი მოხარულია, რომ ნიდერლანდებთან მატჩს თელავი უმასპინძლებს და ამ შეხვედრას სამხრეთაფრიკული ტურნესთვის მოსამზადებლად განიხილავს.
"მივესალმები რაგბის კავშირის ინიციატივას, რომ რაგბი რეგიონებში გავიდეს და გულშემატკივრებს ამ ტიპის თამაშების ხილვის შესაძლებლობა ჰქონდეს. კახეთი არაჩვეულებრივი მხარეა და სანაკრებო მატჩის თელავში გამართვა, რეგიონში რაგბის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია. კოვიდ-პანდემიის გამო სტადიონზე მაყურებელთა მხოლოდ 30% დაიშვება და ვიმედოვნებ, რომ ისინი კარგი შთაბეჭდილებების ქვეშ იქნებიან.
რაც შეეხება შემადგენლობას, სამხრეთ აფრიკაში 32 მოთამაშე მიდის და სამატჩო რაზმი მათგან შეირჩა. გამომდინარე იქიდან, რომ მოთამაშეთა ნაწილმა კივიდ 19 გადაიტანა, სელექციისას ლიმიტირებული ვიყავით. 26 ივნისის შეხვედრას განვიხილავთ როგორც მოსამზადებელ ეტაპს სამხრეთ აფრიკული ტურნეს წინ. დიდი ხანია ერთად არ გვითამაშია და საჭიროა შეთამაშება", - ციტირებს ლევან მაისაშვილის სიტყვებს რაგბის კავშირის ოფიციალური ვებგვერდი.
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.