სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

© Ken Ishii
საქართველოს ნაკრებს ტრავმების გამო სამი მორაგბე გამოაკლდა და სამივე უკანახაზელი - სანდრო თოდუა, ლაშა ხმალაძე და დავით მესხი.
როგორც ირკვევა, თოდუა და ხმალაძე ზაფხულის ტესტებს მთლიანად გამოტოვებენ, ხოლო მესხმა, შესაძლოა, დასკვნით მატჩში 17 ივლისს შოტლანდიასთან საშინაო მატჩში ითამაშოს. მათ ნაცვლად გაფართოებულ შემადგენლობას ქუთაისის "აიას" შუამარბი ირაკლი სიმსივე დაემატა.
"ორივე მორაგბე შეკრებაზე ტრავმებით შემოვიდა, რომლებიც მანამდე ვერ დაუდგინეს. თოდუამ დიდი 10-ის ფინალიც ტრავმირებულმა ითამაშა, ხმალაძეს კი კუნთის ნაწილობრივი დაზიანება აღმოაჩნდა.
როგორც აღმოჩნდა, ძველი ტრავმა გაუმიზეზდა დავით მესხსაც და სამწუხაროდ, აფრიკაში ვერც ის მიგვყავს. დაენიშნა მკურნალობის კურსი და თუ მზად იქნება, არაა გამორიცხული შოტლანდიასთან თამაშის კვირაში დაგვემატოს. გამომდინარე იქიდან, რომ შეკრებაზე შესვლის შემდეგ ერთბაშად სამი ხაზის მოთამაშე დაგვაკლდა, დავუძახეთ ირაკლი სიმსივეს, რომელსაც ახალგაზრდული ნაკრებიდან ვიცნობთ და მას შემდეგ ვაკვირდებით. მან სეზონი სტაბილურად ჩაატარა, ფიზიკურად კარგი მონაცემები აქვს და მუდმივად პროგრესირებს. ის აფრიკაში ჩვენთან ერთად მოდის და თუ მოგვეცა შესაძლებლობა, შანსსაც აუცილებლად მიიღებს", - ციტირებს ლევან მაისაშვილის სიტყვებს რაგბის კავშირის ოფიციალური ვებგვერდი.
საქართველოს ნაკრების განრიგი ზაფხულის ტესტებზე:
26 ივნისი, საქართველო - ნიდერლანდები
2 ივლისი, სამხრეთ აფრიკა - საქართველო
9 ივლისი, სამხრეთ აფრიკა - საქართველო
17 ივლისი, საქართველო - შოტლანდია
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.