საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ნიდერლანდების წინააღმდეგ ცნობილია

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ნიდერლანდების წინააღმდეგ ცნობილია

© Georgian Rugby

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა ნიდერლანდებთან გასამართი მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა.

"ბორჯღალოსნების" 23-კაციან განაცხადში ერთი უკეპო მოთამაშეა - 20-წლამდელთა ნაკრების ყოფილი კაპიტანი ილია სპანდერაშვილი, რომელიც ძირითად შემადგენლობაშია და რვა ნომრის პოზიციაზე ითამაშებს. ასევე აღსანიშნავია ნიკოლოზ ხატიაშვილის სასტარტოში ყოფნა, რომელმაც ბოლოს ნაკრების რიგებში 2017 წელს არგენტინის წინააღმდეგ ითამაშა. წლევანდელ რაგბი ევროპაზე პირველ შეხვედრას ჩაატარებს ვასილ ლობჟანიძე, რომელსაც გაზაფხულზე კორონავირუსის გამო არ უთამაშია. 

მატჩი 26 ივნისს თელავში 17 საათზე დაიწყება.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა რაგბი ევროპის ბოლო მატჩისთვის ასე გამოიყურება:

უკანა ხაზი

15. დავით ნინიაშვილი (5 კეპი, 5 ქულა), 14. აკა ტაბუცაძე (11 კეპი, 45 ქულა), 13. გიორგი კვესელაძე (33 კეპი, 25 ქულა), 12. მერაბ შარიქაძე (76 კეპი, 60 ქულა), 11. მირიან მოდებაძე (15 კეპი, 35 ქულა), 10. თედო აბჟანდაძე (24 კეპი, 160 ქულა), 9. ვასილ ლობჟანიძე (57 კეპი, 45 ქულა);

შერკინება 

1. ნიკოლოზ ხატიაშვილი (4 კეპი), 2. ჯაბა ბრეგვაძე (65 კეპი, 25 ქულა), 3. გიორგი მელიქიძე (27 კეპი, 15 ქულა), 4. ნოდარ ჭეიშვილი (30 კეპი), 5. კოტე მიქაუტაძე (66 კეპი, 10 ქულა), 6. მიხეილ გაჩეჩილაძე (16 კეპი, 10 ქულა), 7. ბექა საღინაძე (20 კეპი, 15 ქულა), 8. ილია სპანდერაშვილი (უკეპო);

მარქაფა

16. შალვა მამუკაშვილი (82 კეპი, 55 ქულა), 17. გურამ გოგიჩაშვილი (21 კეპი, 5 ქულა), 18. გია ხარაიშვილი (4 კეპი), 19. გიორგი ჯავახია (5 კეპი), 20. ირაკლი ცხადაძე (3 კეპი); 21. მიხეილ ალანია (4 კეპი), 22. დემურ თაფლაძე (8 კეპი, 5 ქულა), 23. გიორგი ბაბუნაშვილი (2 კეპი, 3 ქულა).

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)
ინგლისი - სამხრეთ აფრიკა 27:26 (VIDEO)
ლევან მაისაშვილი: "ეს ორი თამაში საქართველოსთვის ძალიან დიდი აქტივია"