აშშ-ის ნაკრები ახალ სუპერ სტადიონზე სადებიუტო მატჩს პირველი დონის გუნდის წინააღმდეგ გამართავს

აშშ-ის ნაკრები ახალ სუპერ სტადიონზე სადებიუტო მატჩს პირველი დონის გუნდის წინააღმდეგ გამართავს

გუშინ ოფიციალურად დადასტურდა, რომ აშშ-ის ნაკრები შემოდგომის ტესტების გახსნით მატჩს შინ ირლანდიის წინააღმდეგ გამართავს.

მატჩი 30 ოქტომბერს ლას ვეგასში ახლადაშენებულ Allegiant Stadium-ზე გაიმართება, რომელიც 65000 მაყურებელს იტევს, რამდენიმე სპორტის სახეობაზეა გათვლილი და ამ სუპერ სტადიონის მშენებლობა დაახლოებით 2 მილიარდი დოლარი დაჯდა. ახალი არენა 2020 წლის 31 ივლისს გაიხსნა.

აშშ-ის და ირლანდიის ნაკრებების შეხვედრა იქნება პირველი საერთაშორისო სარაგბო მატჩი, რომელიც Allegiant Stadium-ზე გაიმართება და ეს ლას ვეგასის რაგბის თასის გათამაშებით აღინიშნება.  

აღსანიშნავია, რომ ლას ვეგასში გასამართ შემოდგომის ტესტ-მატჩამდე, ეს გუნდები ერთმანეთს 10 ივლისს დუბლინში, "ავივა სთედიუმზე" დაუპირისპირდებიან.

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)