საფრანგეთის ნაკრების ვარსკვლავი ტოპ 14-ის ფინალს გამოტოვებს (VIDEO)

საფრანგეთის ნაკრების ვარსკვლავი ტოპ 14-ის ფინალს გამოტოვებს (VIDEO)

საფრანგეთის ნაკრების და "ტულუზის" მგეზავი რომან ნტამაკი ტოპ 14-ის ფინალს გამოტოვებს, რომელშიც მისი გუნდი 25 ივნისს "სტად დე ფრანსზე" "ლა როშელს" ეთამაშება.

22 წლის მგეზავმა ტვინის შერყევა "ბორდოსთან" ნახევარფინალური მატჩის 58-ე წუთზე მიიღო, როდესაც სამოელმა შუამარბმა ულუპანო სეუტენიმ მის წინააღმდეგ უხეში ბოჭვა განახორციელა, რისთვისაც ეს უკანასკნელი წითელი ბარათით დაისაჯა. ჯერჯერობით უცნობია, შეძლებს თუ არა ნტამაკი ივლისის ტესტებზე ავსტრალიურ ტურნეზე თამაშს.

ნტამაკმა მიმდინარე ტოპ 14-ში 12 შეხვედრა ჩაატარა და 2 ლელო გაიტანა. 

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)