სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

© TBC
ბორჯღალოსანი ბექა ბიწაძე საფრანგეთში სათამაშოდ დაბრუნდა და კარიერას ფედერალ 1-ის "ნიორში" განაგრძობს. აღნიშნული ინფორმაცია ფრანგული კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა და ქართველ მორაგბეს წარმატებები უსურვა.
ბიწაძეს საფრანგეთში ოთხი სეზონი აქვს გატარებული - 2015-2017 წლებში "შამბერიში" თამაშობდა და ფედერალ 1-ში ჩატარებულ 40 მატჩში 8 ლელოს გატანა მოახერხა, ხოლო 2017-2019 წლებში "ნარბონის" რიგებში 21 შეხვედრა ჩაატარა (10 პრო დ2-ში, 11 ფედერალ 1-ში) და 2 ლელო გაიტანა. ამის შემდეგ, ის "ბაია მარეში" გადავიდა და 2019/2020 წლების სეზონის რუმინეთის ჩემპიონი გახდა.
30 წლის მესამეხაზელს საქართველოს ნაკრების რიგებში 29 კეპი აქვს მოხვეჭილი და მოწინააღმდეგეთა ლელო 2-ჯერ აიღო. მან ბოლოს ნაკრების კვართით 2018 წელს ითამაშა.
როგორც მოგეხსენებათ, ფედერალ 1-ის 2020/2021 წლების სეზონი პანდემიის გამო მალევე შეწყდა და გაუქმდა. ჩატარდა მხოლოდ 6 ტური, საიდანაც "ნიორმა" 5 მოიგო და ფედერალ 1-ის პირველ ჯგუფს ლიდერობდა.
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.