სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

სამხრეთ აფრიკის ნაკრების მეორეხაზელი რაინარდ ელსტადტი და გარემარბი ჩესლინ კოლბი საქართველოსთან გასამართ პირველ ტესტ-მატჩს გამოტოვებენ.
როგორც მოგეხსენებათ, "ტულუზი" ტოპ 14-ის ფინალში გავიდა, სადაც 25 ივნისს "ლა როშელს" შეერკინება. შესაბამისად, ორივე ზემოხსნებული მორაგბე პარასკევს კვლავ კლუბის განკარგულებაში იქნება.
ორივე მორაგბე ვაქცინის მეორე დოზას ტოპ 14-ის ფინალის შემდეგ, კვირას მიიღებენ, რის შემდეგაც გეზს სამხრეთ აფრიკისკენ აიღებენ, სადაც ორშაბათს ან სამშაბათს ჩავლენ, შემდეგ კი კოვიდ პროტოკოლის გავლა მოუწევთ. "სპრინგბოკსის" მთავარი მწვრთნელის ჟაკ ნინაბერის თქმით, "ტულუზის" მორაგბეებს გუნდთან შეერთების შემდეგ, იმდენად მცირე დრო ექნებათ მოსამზადებლად, რომ მათთვის საქართველოსთან პირველ ტესტ-მატჩში თამაში რთული იქნება და ეს ფაქტობრივად გამორიცხულია.
შეგახსენებთ, რომ სამხრეთ აფრიკის და საქართველოს ნაკრებების პირველი ტესტ-მატჩი 2 ივლისს გაიმართება, ხოლო მეორე შეხვედრა - 9 ივლისს.
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.