სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

18-20 ივნისს მონაკოში ლუი II-ის სახელობის სტადიონზე რაგბი 7-ში ტოკიოს ოლიმპიური თამაშების რეპეშაჟი გაიმართა. 12 კაცთა და 12 ქალთა ნაკრებს უკანასკნელი შანსი ჰქონდა, რომ ოლიმპიადის დარჩენილი საგზური მოეპოვებინა.
ტოკიოს საგზურს 7-კაცაში მხოლოდ რეპეშაჟის გამარჯვებული გუნდი მოიპოვებდა, ხოლო 7-ქალაში ორი საგზური გახლდათ დარჩენილი და შესაბამისად, ამომავალი მზის ქვეყანაში თამაშის უფლებას მონაკოდან ორი გუნდი მოიპოვებდა.
7-ქალას ტურნირს პანდემიის გამო იამაიკის ნაკრები გამოაკლდა და 11 გუნდი დარჩა. A ჯგუფიდან მეოთხედფინალში რუსეთის, არგენტინის და სამოის ნაკრებები გავიდნენ, B ჯგუფიდან ყაზახეთი და ტუნისი, ხოლო C ჯგუფიდან საფრანგეთი, ჰონგ კონგი და კოლუმბია, პლეი-ოფს მიღმა დარჩნენ პაპუა ახალი გვინეა, მადაგასკარი და მექსიკა.
პლეი-ოფში ჰონგ-კონგმა არგენტინა 24:8 დაამარცხა, ყაზახეთმა ტუნისს 29:21 სძლია, რუსეთმა სამოა 29:0 გაანადგურა, ხოლო საფრანგეთმა კოლუმბიას გადაუარა - 52:0. გადამწყვეტ მატჩებში რუსეთი ყაზახეთს, საფრანგეთი კი ჰონგ კონგს დაუპირისპირდა. რუსმა გოგონებმა მეტოქე 38:0 დაამარცხეს, ხოლო ფრანგებმა 51:0 გაანადგურეს ჰონგ კონგი. შესაბამისად, რუსეთის და საფრანგეთის 7-ქალა ნაკრებები ოლიმპიადაზე ითამაშებენ.
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.