სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

©INPHO/Manuel Blondeau
18-20 ივნისს მონაკოში ლუი II-ის სახელობის სტადიონზე რაგბი 7-ში ტოკიოს ოლიმპიური თამაშების რეპეშაჟი გაიმართა. 12 კაცთა და 12 ქალთა ნაკრებს უკანასკნელი შანსი ჰქონდა, რომ ოლიმპიადის დარჩენილი საგზური მოეპოვებინა.
ტოკიოს საგზურს 7-კაცაში მხოლოდ რეპეშაჟის გამარჯვებული გუნდი მოიპოვებდა, ხოლო 7-ქალაში ორი საგზური გახლდათ დარჩენილი და შესაბამისად, ამომავალი მზის ქვეყანაში ფინალისტიც გაემგზავრებოდა.
7-კაცას ტურნირზე პანდემიის გამო ტურნირს თავიდანვე გამოეთიშნენ ბრაზილია და ჩინეთი, ხოლო უგანდა ბოლო მომენტში გამოაკლდა შეჯიბრებას, რადგან მათ შემადგენლობაში ინფიცირებული მას შემდეგ გამოვლინდა, რაც გუნდი უკვე მონაკოში გახლდათ ჩასული.
რაც შეეხება 7-კაცას ტურნირს ჯგუფურ ეტაპზე "ა" ჯგუფში პირველ ადგილზე ირლანდია გავიდა, მეორეზე კი სამოა და ისინი ნახევარფინალში გავიდნენ, სადაც მათი მეტოქეები მეორე ჯგუფის გამარჯვებული საფრანგეთი და მეორე ადგილოსანი ჰონგ-კონგი იყვნენ.
საფრანგეთმა ნახევარფინალში სამოა 31:0 დაამარცხა, ირლანდიამ კი ჰონგ კონგს 28:5 სძლია და ფინალში ევროპელები გავიდნენ. ფრანგებმა პირველ ტაიმში 12:7 იმარჯვეს, თუმცა მეორე ნახევარში ირლანდია ბევრად უკეთ გამოიყურებოდა, მოწინააღმდეგეს სამი გარდასახული ლელო დაუდო, თავად ერთი მიიღო და საბოლოო ჯამში 28:19 იმარჯვა, შესაბამისად ირლანდიამ დარჩენილი ტოკიოს ოლიმპიადის საგზური მოიპოვა.
აღსანიშნავია, რომ მეორე ევროპული ნაკრები, რომელიც 7-კაცას ოლიმპიადაზე ითამაშებს დიდი ბრიტანეთია.
7-კაცას ოლიმპიური ტურნირი 26-31 ივლისს გაიმართება.
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.