იტალიური რაგბის ისტორიული წარმატება - ბენეტონი პრო 14-ის ცისარტყელას თასის გამარჯვებულია

იტალიური რაგბის ისტორიული წარმატება - ბენეტონი პრო 14-ის ცისარტყელას თასის გამარჯვებულია

პრო 14-ის ცისარტყელას თასის ფინალში "ბენეტონმა" შინ სამხრეთაფრიკული "ბულზი" უშანსოდ 35:8 დაამარცხა და იტალიურ რაგბის ისტორიული წარმატება მოუტანა - პირველი ტიტული უმაღლესი დონის საკლუბო ტურნირზე.

იტალიელებმა პირველ ტაიმში 20:8 იმარჯვეს, ხოლო მეორე ნახევარში საკუთარი უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდეს და მოწინააღმდეგეს ორი უპასუხო ლელო და ერთი ჯარიმა გაუტანეს, მარცხით იმედგაცრუებულ აფრიკელთა კაპიტანს მარსელ კუციას კი ისღა დარჩენოდა, რომ მატჩის შემდგომ გულშემატკივრებისთვის ბოდიში მოეხადა და ტრევიზოელთათვის გამარჯვება მიელოცა. 

"ბენეტონმა" ფინალურ მატჩამდე "ცისარტყელას თასის" ევროპულ კონფერენციაში ორჯერ "ძებრეს" მოუგო, თითოჯერ "გლაზგო უორიორსი" და "კონახტი" დაამარცხა, ხოლო "ოსპრისთან" მატჩი კოვიდის გამო გაუქმდა. 

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)