ოფიციალურად: ერთწლიანი შესვენების შემდეგ, სარასენსი პრემიერშიპში დაბრუნდა

ოფიციალურად: ერთწლიანი შესვენების შემდეგ, სარასენსი პრემიერშიპში დაბრუნდა

"სარასენსმა" ინგლისის ჩემპიონშიპის ორმატჩიან ფინალში "ეალინგ ტრაილფაინდერსი" ჯამში 117:15 გაანადგურა და ერთწლიანი იძულებითი შესვენების შემდეგ, პრემიერშიპს დაუბრუნდა.

ინგლისის 5-გზის და ევროპის 3-გზის ჩემპიონმა პირველ მატჩში მეტოქე გასვლაზე 60:0 გაანადგურა, ხოლო გუშინ შინ 57:15 სძლია და გაისად კვლავ ელიტაში ვიხილავთ.

როგორც მოგეხსენებათ, "სარასენსი" ერთი წლის წინ სახელფასო ჭერის უხეშად დარღვევისთვის უმკაცრესად დასაჯეს, პრემიერშიპიდან დააქვეითეს და 5.36 მილიონი გირვანქა სტერლინგით დააჯარიმეს. 

უნდა ითქვას, რომ "სარასენსმა" ძირითადი ბირთვის შენარჩუნება მოახერხა და შემადგენლობიდან გამომდინარე, კვლავ უმაღლესი მიზნებისთვის უნდა იბრძოლოს. 

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)