სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

ტოპ 14-ის ნახევარფინალურ მატჩში "ლა როშელმა" "რასინგ 92" დაამარცხა 19:6 დაამარცხა და ფინალში გავიდა.
ერთადერთი ლელო 29-ე წუთზე არტურ რეტიემ გაიტანა, რომელიც იჰაია ვესტმა გარდასახა, ხოლო დანარჩენი ქულები ჯარიმებით გავიდა. პირველი ტაიმი 16:6 დასრულდა, მეორე ნახევარში კი მხოლოდ ერთი ზუსტი ჯარიმა ვიხილეთ. "რასინგ 92"-ის რიგებში მარქაფაში იყო მარცხენა ბურჯი გურამ გოგიჩაშვილი, რომელმაც 16 წუთი ითამაშა.
ამრიგად "ლა როშელი", რომლის შერკინების კონსულტანტი დავით ზირაქაშვილი გახლავთ, მიმდინარე სეზონში მეორე ფინალს ითამაშებს და კვლავ "ტულუზის" წინააღმდეგ, რომელმაც "ბორდო" 24:21 დაამარცხა. 22 მაისს "ლა როშელი" ჩემპიონთა თასის ფინალში "ტულუზთან" 17:22 დამარცხდა, ამ მატჩში ზღვისპირა შარანტელებს 27-ე წუთზე ლევანი ბოტია წითელი ბარათით გაუძევეს და დარჩენილი დრო 14 კაცით გაატარეს. აღსანიშნავია, რომ დავით ზირაქაშვილის ახლანდელი გუნდი ორივე ტურნირის ფინალში არსებობის განმავლობაში პირველად გავიდა.
"ლა როშელის" შერკინება კი მთელი სეზონის მსგავსად, პარასკევსაც მშვენივრად გამოიყურებოდა და წარმატებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.