ოფიციალურად: ბადრი ალხაზაშვილი კარიერას ნიცაში განაგრძობს

ოფიციალურად: ბადრი ალხაზაშვილი კარიერას ნიცაში განაგრძობს

"ბრივიდან" წასული ბადრი ალხაზაშვილი კარიერას "ნიცაში" განაგრძობს. აღნიშნული ინფორმაცია ზღვისპირა ალპური კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა.

ალხაზაშვილი "ბრივს" 2020 წლის აგვისტოს ბოლოს "ლიონიდან" შეუერთდა და 13 შეხვედრა ჩაატარა, თუმცა საბოლოო ჯამში მხარეებს შორის თანამშრომლობა აღარ გაგრძელდა. ბადრი იქამდე "პროვანს რაგბიში" და "ტულონში" ასპარეზობდა, ხოლო საქართველოს ნაკრების რიგებში 9-ჯერ უთამაშია.

როგორც იცით, "ნიცას" მთავარი მწვრთნელი ვეტერანი ბორჯღალოსანი დავით ბოლღაშვილია, რომელსაც 2000-2010 წლებში საქართველოს ნაკრების კვართით 30-ჯერ უთამაშია და 5 ლელოს გატანა მოახერხა, ხოლო რევაზ გიგაური, რომელსაც 2006-2015 წლებში "ბორჯღალოსნების" რიგებში ჩატარებულ 39 მატჩში 2 ლელო აქვს გატანილი, "ნიცას" სარაგბო სკოლის ტექნიკური მენეჯერის თანამდებობას იკავებს.

"ნიცა" ძალიან ახლოს იყო პრო დ2-ში აღზევებასთან. კლუბმა რეგულარული ჩემპიონატი შესანიშნავად ჩაატარა და ნასიონალის ნახევარფინალში გავიდა, სადაც "ნარბონთან" საკუთარ მოედანზე ძალიან დასანანახი მარცხი განიცადა - "ნიცა" 9:12 დამარცხდა და გადამწყვეტი ჯარიმა 79-ე წუთზე გაუშვა. 

გასულ სეზონში ხმელთაშუა ზღვისპირა კლუბში ქართველი ბურჯები, 36 წლის კახაბერ კობერიძე და 32 წლის ლადო გუნიავა ასპარეზობდნენ, რომელთაც რამდენიმე დღის წინ "ნიცა" დატოვეს.

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)