"გმადლობთ ყველაფრისთვის, ყველა აჟენელის გულში დარჩები" - ფრანგული კლუბი თეთრაშვილს დაემშვიდობა

"გმადლობთ ყველაფრისთვის, ყველა აჟენელის გულში დარჩები" - ფრანგული კლუბი თეთრაშვილს დაემშვიდობა

გიორგი თეთრაშვილის შვიდწლიანი აკვიტანიური კარიერა დასრულებულია. 

დღეს ქართველ ბურჯს "აჟენი" სოციალური ქსელების საშუალებით ძალიან თბილად დაემშვიდობა, გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და სამომავლო კარიერაში წარმატებები უსურვა. 

"ჩვენს კლუბში გატარებული შვიდი სეზონის შემდეგ, ჩვენი ქართველი ჯარისკაცი გიორგი თეთრაშვილი ახალი თავგადასავლებისთვის გაემგზავრება. გმადლობთ ყველაფრისთვის გიორგი, თქვენ დარჩებით ყველა აჟენელის გულში", -
წერია აკვიტანიური კლუბის განცხადებაში.

თეთრაშვილი "აჟენში" 2014 წელს "ალბიდან" გადავიდა და 115 მატჩში 1 ლელოს გატანა მოახერხა. მან "აჟენის" დატოვება რამდენიმე თვის წინ გადაწყვიტა და წინასწარი კონტრაქტი "პერპინიანთან" გააფორმა, რომელიც ტოპ 14-ში დაბრუნდა და შესაბამისად, ქართველი ბურჯი კვლავ ელიტაში ითამაშებს. 

27 წლის მარცხენა ბურჯს საქართველოს ნაკრების კვართით 10-ჯერ უთამაშია. 

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)