19 ივნისს საბა მაღლაფერიძის სახელობის ტურნირი გაიმართება

19 ივნისს საბა მაღლაფერიძის სახელობის ტურნირი გაიმართება

19 ივნისს საბა მაღლაფერიძის (ჭომა) სახელობის ტრადიციული ტურნირი, საბას თასი 2021 გაიმართება. აღნიშნულ ინფორმაციას ქუთაისის "არესის" ფეისბუქ გვერდი ავრცელებს.

საბა მაღლაფერიძე ქუთაისის "არესის" კვაჭი გახლდათ, რომელსაც მწვავე ლიმფოპლასტური ლეიკემია დაუდგინდა. მის გადასარჩენად საზოგადოება გაერთიანდა, შეიქმნა საქველმოქმედო ფონდი და მის დასახმარებლად არაერთი ღონისძიება გაიმართა. ახალგაზრდა მორაგბე მძიმე სენის დასამარცხებლად იბრძოდა, მაგრამ სამწუხაროდ 2018 წლის 3 ოქტომბერს 20 წლის ასაკში გარდაიცვალა. 

2019 წლიდან მოყოლებული საბას ხსოვნისადმი მიძღვნილი ყოველწლიური ტურნირი საბა თასი ტარდება, რომელიც როგორც ვთქვით, წელს 19 ივნისს გაიმართება. 

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)