სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

ქართველმა მარჯვენა ბურჯმა სოსო ბეკოშვილმა "ბრივთან" ხელშეკრულება ერთი წლით გაახანგრძლივა და ის კორეზის დეპარტამენტში 2022 წლის ივნისამდე დარჩება. აღნიშნული ინფორმაცია ფრანგული კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა.
"ძალიან ბედნიერი ვარ, რომ "ბრივში" ვრჩები. მე უკვე ხუთი წელია კორეზში ვცხოვრობ და ეს მორაგბეები ჩემს ძმებად იქცნენ, მათთან ერთად საოცარი მომენტები მქონდა და მომავალშიც იმავე მაქვს განზრახული", - განაცხადა 27 წლის პირველხაზელმა.
"სოსო ჩვენი კლუბისთვის განასახიერებს შრომისმოყვარეობისა და ერთგულების ფასეულობებს. მოხარულნი ვართ, რომ მას კვლავ შავ-თეთრ მაისურებში ვიხილავთ", - თქვა "ბრივის" გენერალურმა დირექტორმა ხავიერ რიკმა.
ბეკოშვილი "ბრივში" 2016 წელს "შამბერიდან" გადავიდა და 58 მატჩში 2 ლელოს გატანა მოახერხა. მან წლევანდელ სეზონში 14 შეხვედრა ჩაატარა, საიდანაც 8 შემთხვევაში ძირითად შემადგენლობაში იყო. სოსოს საქართველოს ნაკრებში 11 კეპი აქვს მოხვეჭილი.
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.