სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

გუშინ ოფიციალურად დადასტურდა, რომ გინეს პრო 14, სექტემბრიდან ახალი ტურნირით "რაგბის გაერთიანებული ჩემპიონატით" ჩანაცვლდება, რომელშიც 5 ქვეყნის 16 ფრენჩაიზი მიიღებს მონაწილეობას.
როგორც მოგეხსენებათ, 2020 წელს საბოლოოდ გადაწყდა, რომ პრო 14-ს სამხრეთაფრიკული "ჩიტასი" და "საუზერნ კინგსი" დატოვებდნენ, მათ ნაცვლად კი ოთხი ფრენჩაიზი დაემატებოდა. შესაბამისად, ტურნირი 16 გუნდამდე გაფართოვებდებოდა. პრო 14-ის ორგანიზებით 23 აპრილს დაიწყო "ცისარტყელას თასი", რომლის ფინალშიც ერთმანეთს იტალიური "ბენეტონი" და სამხრეთაფრიკული "ბულზი" შეერკინებიან. ეს ერთგვარი გასახურებელი შეჯიბრება გამოდგა.
რაგბის გაერთიანებული ჩემპიონატი სექტემბერ-ივნისში გაიმართება. ტურნირი დაყოფილი იქნება ოთხ ჯგუფად:
ირლანდიური ჯგუფი: კონახტი, ლენსტერი, მანსტერი, ალსტერი;
უელსური ჯგუფი: დრაგონსი, სკარლეტსი, კარდიფ ბლუზი, ოსპრისი;
სამხრეთაფრიკული ჯგუფი: ბულზი, სტორმერსი, ლაიონსი, შარქსი;
იტალიურ-შოტლანდიური ჯგუფი: გლაზგო უორიორსი, ედინბურგი, ბენეტონი, ძებრე;
რეგულარულ ჩემპიონატში სულ 18 ტური ჩატარდება. თითოეული გუნდი საკუთარი ჯგუფის წევრებს შინ და სტუმრად შეხვდებიან, ხოლო დანარჩენი გუნდების წინააღმდეგ თითოჯერ ითამაშებენ. პლეი-ოფში რეგულარული ჩემპიონატის რვა გუნდი საუკეთესო გუნდი გავა და ნაჩვენები შედეგების მიხედვით გუნდები შინ თამაშის უპირატესობას მიიღებენ. ტურნირის ორგანიზატორები ფიქრობენ, რომ უახლოესი წლების განმავლობაში ტურნირის ფორმატი აღარ შეიცვლება.
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.