სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

ბორჯღალოსანმა ლევან ჩილაჩავამ "კასტრთან" სრულფასოვანი კონტრაქტი გააფორმა. აღნიშნული ინფორმაცია ფრანგული კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა.
29 წლის მარჯვენა ბურჯი სეზონის ბოლოს "მონპელიეს" რომ დატოვებდა და კარიერას "კასტრში" განაგრძობდა, ეს რამდენიმე თვის წინ გახდა ცნობილი, თუმცა შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ჩილაჩავა ახალ კლუბს ნაადრევად 4 მაისს, სამედიცინო ჯოკრის სტატუსით შეუერთდა და სამი შეხვედრის ჩატარება მოასწრო.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ლევანმა სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა და "კასტრში" 2024 წლის ივნისამდე ითამაშებს.
ჩილაჩავა "მონპელიეს" 2018 წელს "ტულონიდან" შეუერთდა და 38 მატჩში 4 ლელოს გატანა მოახერხა, "ტულონში" კი 2011-2018 წლებში 112 შეხვედრა ჩაატარა და მოწინააღმდეგეთა ლელო 7-ჯერ აიღო. ლევანი "ტულონთან" ერთად ერთჯერ ტოპ 14-ის, სამჯერ კი ჩემპიონთა თასის გამარჯვებული გახდა. მას საქართველოს ნაკრებში 55 კეპი აქვს მოხვეჭილი და ორ მსოფლიო თასზე უთამაშია.
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.