ფრანგული გამოცემა: ლა როშელმა ლელო სარასენსის 18 წლის მორაგბე დაიმატა

ფრანგული გამოცემა: ლა როშელმა ლელო სარასენსის 18 წლის მორაგბე დაიმატა

"ლელო სარასენსის" 18 წლის ბურჯი ალექსანდრე ქუნთელია კარიერას ტოპ 14-ის ერთ-ერთ მოწინავე კლუბში "ლა როშელში" განაგრძობს. აღნიშნულ ინფორმაციას ცნობილი ფრანგული სარაგბო გამოცემა Allrugby.Com ავრცელებს.

ჭაბუკი მორაგბე თავდაპირველად "ლა როშელის" ესპუარებში იასპარეზებს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მან ფრანგულ კლუბთან სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

ქუნთელია საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრების წევრი გახლდათ და 2019 წელს კალინინგრადში გამართულ ევროპის 18-წლამდელთა ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა. ის ამჟამად 20-წლამდელთა ნაკრებში იმყოფება და გუნდთან ერთად სამხრეთ აფრიკაში გაემგზავრა, სადაც უმცროსი ბორჯღალოსნები სამხრეთ აფრიკას, არგენტინას და ურუგვაის ეთამაშებიან. 

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)