სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

თბილისის "ხვამლის" 19 წლის კვაჭი ლუკა პეტრიაშვილი კარიერას "კარკასონში" განაგრძობს. აღნიშნულ ინფორმაციას ცნობილი ფრანგული სარაგბო გამოცემა Allrugby.Com ავრცელებს, რომელიც იუწყება, რომ "კარკასონმა" ეს ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა.
პეტრიაშვილს პირველ ლიგაში თამაშის გარდა, გამოცდილება სანაკრებო დონეზე აქვს. ის საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრების წევრი გახლდათ და 2019 წელს კალინინგრადში გამართული ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა, 2020 წელს კი 20-წლამდელთა ნაკრებში უხმეს და ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე წამსვლელთა შორის მოიაზრებოდა, თუმცა ტურნირი პანდემიის გამო გაუქმდა.
ამრიგად, პეტრიაშვილი "კარკასონის" რიგებში მესამე ქართველი მორაგბე იქნება. ამ კლუბის ესპუარებში ირიცხებიან პირველხაზელები: 19 წლის ნუგზარ სომხიშვილი, რომელსაც უკვე ჰქონდა ძირითად გუნდში დებიუტი და პრო დ2-ში ხუთი შეხვედრის ჩატარება მოასწრო, და 21 წლის ნიკოლოზ ნარმანია, რომელსაც ძირითად გუნდში ჯერ არ უთამაშია.
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.