სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

საქართველოს ნაკრებს ერთ-ერთი გამოცდილი მორაგბე გიორგი თხილაიშვილი გამოაკლდა, რომელიც "ბორჯღალოსნებს" ზაფხულის ტესტებზე ვერ დაეხმარება - აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს რაგბის კავშირი ავრცელებს.
თხილაიშვილმა, რომელსაც ნაკრების კვართით 64-ჯერ უთამაშია და 12 ლელო მიითვალა, მენისკი შაბათს დიდი 10-ის ფინალურ მატჩში დაიზიანა.
"ბათუმის" მესამეხაზელის გარდა, "ბორჯღალოსნებს" ტრავმების გამო ვერ დაეხმარებიან: მიხეილ ნარიაშვილი, ნიკა აბულაძე, ლუკა აზარიაშვილი, გიორგი ნუცუბიძე, ლაშა ჯაიანი, გრიგორ ქერდიყოშვილი, ოთარ გიორგაძე, ბექა გორგაძე, ლაშა ლომიძე და სოსო მათიაშვილი. გარდა ამისა, ოჯახური შეკრების გამო შეკრებაზე არაა თამაზ მჭედლიძე.
საქართველოს ნაკრების განრიგი ზაფხულის ტესტებზე:
26 ივნისი, საქართველო - ნიდერლანდები
2 ივლისი, სამხრეთ აფრიკა - საქართველო
9 ივლისი, სამხრეთ აფრიკა - საქართველო
17 ივლისი, საქართველო - შოტლანდია
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.