საქართველოს ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა ზაფხულის ტესტებისთვის ცნობილია

საქართველოს ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა ზაფხულის ტესტებისთვის ცნობილია

© TBC 

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა იმ 37 მორაგბის ვინაობა დაასახელა, რომლებიც გაფართოებულ შემადგენლობაში მოხვდნენ და ზაფხულის ტესტებისთვის მარტყოფის სარაგბო ბაზაზე, ორკვირიან შეკრებას გაივლიან. 

საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, ნიდერლანდებთან მატჩის კვირაში, გაფართოებული შემადგენლობა 33 მორაგბემდე შემცირდება. 

გაფართოებულ შემადგენლობაში შვიდი დებიუტანტია: ბურჯები მიხეილ ორაგველიძე და ლუკა ჯაფარიძე, კვაჭი ლუკა ნიორაძე, მეორეხაზელი მიხეილ ბაბუნაშვილი, მესამეხაზელი ილია სპანდერაშვილი, შუამარბი ოთარ ლაშხი და ფრთა დავით მესხი. 

"ბორჯღალოსნების" გაფართოებული შემადგენლობა ასეთია:

შერკინება


პირველი ხაზი: ბექა გიგაშვილი (23 კეპი, 10 ქულა), გურამ გოგიჩაშვილი (21 კეპი, 5 ქულა), ნიკოლოზ ხატიაშვილი (4 კეპი), მიხეილ ორაგველიძე (უკეპო), ჯაბა ბრეგვაძე (65 კეპი, 25 ქულა), შალვა მამუკაშვილი (82 კეპი, 55 ქულა), გიორგი ჭყოიძე (16 კეპი, 5 ქულა), ლუკა ნიორაძე (უკეპო), გიორგი მელიქიძე (27 კეპი, 15 ქულა), ლუკა ჯაფარიძე (უკეპო), გია ხარაიშვილი (4 კეპი);
მეორე ხაზი: კოტე მიქაუტაძე (66 კეპი, 10 ქულა), ნოდარ ჭეიშვილი (30 კეპი), დავით გიგაური (11 კეპი, 5 ქულა), გიორგი ჯავახია (5 კეპი), მიხეილ ბაბუნაშვილი (უკეპო);
მესამე ხაზი: ბექა საღინაძე (20 კეპი, 15 ქულა), თორნიკე ჯალაღონია (9 კეპი, 10 ქულა), მიხეილ გაჩეჩილაძე (16 კეპი, 10 ქულა,) გიორგი ცუცქირიძე (21 კეპი, 15 ქულა), ირაკლი ცხადაძე (3 კეპი), ილია სპანდერაშვილი (უკეპო);

უკანა ხაზი

ჰავბექები: ვასილ ლობჟანიძე (57 კეპი, 45 ქულა), გელა აფრასიძე (34 კეპი, 24 ქულა), მიხეილ ალანია (4 კეპი);
მგეზავები: თედო აბჟანდაძე (24 კეპი, 160 ქულა), გიორგი ბაბუნაშვილი (2 კეპი, 3 ქულა);
შუამარბები: მერაბ შარიქაძე (კაპ. 76 კეპი, 60 ქულა), გიორგი კვესელაძე (33 კეპი, 25 ქულა), დემურ თაფლაძე (8 კეპი, 5 ქულა), ოთარ ლაშხი (უკეპო);
ფრთები: სანდრო თოდუა (93 კეპი, 65 ქულა), აკაკი ტაბუცაძე (11 კეპი, 45 ქულა), მირიან მოდებაძე (15 კეპი, 35 ქულა), დავით მესხი (უკეპო);
ფულბექები: დავით ნინიაშვილი (5 კეპი, 5 ქულა), ლაშა ხმალაძე (87 კეპი, 45 ქულა).

საქართველოს ნაკრების განრიგი ზაფხულის ტესტებზე:

26 ივნისი, საქართველო - ნიდერლანდები
2 ივლისი, სამხრეთ აფრიკა - საქართველო
9 ივლისი, სამხრეთ აფრიკა - საქართველო
17 ივლისი, საქართველო - შოტლანდია 

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)