სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

© Icon Sport
ტოპ 14-ის მეოთხედფინალურ მატჩში "ბორდომ" შინ "კლერმონი" 25:16 დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა, სადაც ლილში "ტულუზს" შეერკინება.
ჟირონდელთა რიგებში 74-ე წუთზე გამოჩნდა ლექსო ყაულაშვილი, რომელმაც მარცხენა ბურჯის პოზიციაზე ჟეფერსონ პუარო შეცვალა. მართალია ლექსომ მინდორზე მხოლოდ 6 წუთი გაატარა, თუმცა 29 წლის ქართველი პირველხაზელისთვის ეს მატჩი მაინც დასამახსოვრებელი უნდა იყოს, რადგან მან ტოპ 14-ში საიუბილეო მე-100 შეხვედრა ჩაატარა და მე-12 ქართველი მორაგბე გახდა, რომელმაც აღნიშნულ შედეგს მიაღწია.
ლექსომ 100 მატჩიდან 40 ძირითად შემადგენლობაში ჩაატარა, სულ 3719 წუთი თამაშა, 6 ლელო გაიტანა და 4 ყვითელი ბარათი მიიღო. ყაულაშვილმა 2014-2018 წლებში "ლა როშელის" რიგებში ტოპ 14-ში 62-ჯერ ითამაშა და 4 ლელო გაიფორმა, ხოლო 2018 წელს "ბორდოს" მიაშურა და 38 მატჩში 2 ლელო მიითვალა.
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.