VIDEO: რასინგ 92-მა პარიზულ დერბიში სტად ფრანსე დაამარცხა და ტოპ 14-ის ნახევარფინალში გავიდა

VIDEO: რასინგ 92-მა პარიზულ დერბიში სტად ფრანსე დაამარცხა და ტოპ 14-ის ნახევარფინალში გავიდა

ტოპ 14-ის მეოთხედფინალურ მატჩში "რასინგ 92"-მა შინ თანაქალაქელი "სტად ფრანსე" იოლად 38:21 დაამარცხა და ტოპ 14-ის ნახევარფინალში გავიდა, სადაც ლილში "ლა როშელს" დაუპირისპირდება.

"რასინგ 92" მატჩის ბედი პირველივე ტაიმში გადაწყვიტა - მოწინააღმდეგეს ოთხი უპასუხო გარდასახული ლელო დაუდო და 28:0 იმარჯვა, ხოლო მეორე ნახევარში ოდნავ მოდუნდა და "სტად ფრანსეს" სხვაობის შემცირების საშუალება მისცა. 

მასპინძელი გუნდის განაცხადში გურამ გოგიჩაშვილი და გია ხარაიშვილი არ ყოფილან, "სტად ფრანსეს" ძირითად შემადგენლობაში იყო მარცხენა ბურჯი ვასილ კაკოვინი, რომელმაც 44 წუთი ითამაშა, ხოლო მარჯვენა ბურჯი გიორგი მელიქიძე მინდორზე 75-ე წუთზე გამოჩნდა. 

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)