სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

"ბიარიცმა" გუშინ უდრამატულეს მატჩში "ბაიონი" კარში დარტყმების სერიით 6:5 დაამარცხა (ძირითადი და დამატებითი დრო 6:6 დასრულდა) და შვიდწლიანი პაუზის შემდეგ, ტოპ 14-ში დაბრუნდა!
მატჩი ბიარიცში გაიმართა. კოვიდ შეზღუდვებიდან გამომდინარე მატჩს 5000 გულშემატკივარი დაესწრო და გულშემატკივრების უდიდესი ნაწილი ბუნებრივია, რომ მასპინძელი გუნდის იყო. ისინი მთელი მატჩის განმავლობაში არ გაჩერებულან და შესანიშნავი ქომაგობით კიდევ ერთხელ გამოირჩნენ, ხოლო მატჩის დასრულებისთანავე უზომოდ გახარებული ქომაგი სტადიონზე შევარდა და მორაგბეებთან ერთად იზეიმა ტოპ 14-ში დაბრუნება. შემდგომ კი ზეიმმა სტადიონიდან ქალაქის ქუჩებში გადაინაცვლა და იქ გაგრძელდა.
როგორც იცით, "ბიარიცის" ღირსებას ხუთი ქართველი მორაგბე იცავს: გიორგი ნუცუბიძე, ლუკა აზარიაშვილი, ვახტანგ ახობაძე, უჩა ჭეიშვილი და თორნიკე ჯალაღონია, რომელთაგან ბოლო სამმა ფინალურ მატჩში ითამაშა, ხოლო ნუცუბიძე და აზარიაშვილი ტრავმირებულნი არიან.
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.