სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

გუშინ ტოპ 14-ში ასასვლელ/დასაქვეითებელი საპლეიაუტო მატჩი გაიმართა, რომელშიც ერთმანეთს ბასკური კლუბები, ტოპ 14-ის ბოლოსწინა ადგილოსანი "ბაიონი" და პრო დ2-ის ფინალისტი "ბიარიცი" დაუპირისპირდნენ.
თამაში არასანახაობრივი გამოდგა და ეს ანგარიშიდანაც კარგად ჩანს - ძირითად დროში გუნდებმა თითო ჯარიმა გაიტანეს და მატჩი დამატებით დროში გადავიდა, სადაც მათ ასევე თითოჯერ შეასრულეს ზუსტი საჯარიმო დარტყმა და ორი დამატებითი დროის შემდეგ ტაბლოზე 6:6 დაფიქსირდა, შესაბამისად დაინიშნა კარში დარტყმების სერიების, რომელსაც რაგბიში ძალიან იშვიათად ვნახულობთ. გუნდებმა ხუთ-ხუთი დარტყმა ზუსტად შეასრულეს, რის შემდეგაც "ბაიონის" გარემარბმა აიმერიკ ლუკმა დარტყმა არაზუსტად შეასრულა. გადამწყვეტ მომენტში ბურთთან ინგლისის ნაკრების ყოფილი მესამეხაზელი 36 წლის სტეფონ არმიტაჟი მივიდა, რომელმაც მისთვის უჩვეულო დავალება შესანიშნავად შეასრულა და "ბიარიცი" უდრამატულესი გამარჯვებით ტოპ 14-ში აღზევდა!
"ბიარიცის" ძირითად შემადგენლობაში იყო მესამეხაზელი თორნიკე ჯალაღონია, რომელიც 72-ე წუთზე შეცვალეს, მარცხენა ბურჯი უჩა ჭეიშვილი მინდორზე 44-ე წუთზე გამოჩნდა, ხოლო მარჯვენა ბურჯი ვახტანგ ახობაძე თამაშში 91-ე წუთიდან ჩაერთო და დამატებითი ტაიმები ითამაშა. ტრავმირებულნი არიან ბურჯები გიორგი ნუცუბიძე და ლუკა აზარიაშვილი. ამრიგად, თუ ბასკების შემადგენლობაში რაიმე ცვლილება არ მოხდა, მომდევნო სეზონიდან ტოპ 14-ში კიდევ ხუთი ქართველი ითამაშებს. სამწუხარო ის გახლავთ, რომ პრო დ2-ში თამაში მოუწევს ბორჯღალოსან კონსტანტინე მიქაუტაძეს, რომელმაც ფინალში 72 წუთი ითამაშა.
შეგახსენებთ, რომ "ბიარიცი" საფრანგეთის ხუთგზის ჩემპიონია და ამ კლუბის ლეგენდა ქართული ფესვების მქონე დიმიტრი იაშვილია. ბასკური კლუბი წარმატებული პერიოდის შემდეგ პრო დ2-ში გავარდა, სადაც უკანასკნელი შვიდი წელი გაატარა.
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.