სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

© აჩიკო გეგენავა
დიდი 10-ის ფინალურ მატჩში "აიამ" შინ "ბათუმი" 16:13 დაამარცხა და 1995 წლის შემდეგ საქართველოს ჩემპიონი პირველად გახდა, სულ კი საჩემპიონო ტიტული მეოთხედ მოიპოვა.
ფინალური მატჩის შემდეგ მცირე კომენტარი გააკეთა "აიას" მგეზავმა გიორგი ბაბუნაშვილმა, რომელმაც საკუთარ გუნდს 11 ქულა შესძინა.
"ვულოცავ სრულიად დასავლეთ საქართველოს, ქუთაისს ამ დიდ გამარჯვებას, ნანატრ ჩემპიონობას. ძალიან დიდი ხანი, წლები ელოდა ქუთაისელი ხალხი ამ გამარჯვებას და ჩვენ მაქსიმალურად, რაც შეგვეძლო ყველაფერი გავაკეთეთ და მათ მივუძღვენით ეს გამარჯვება. ძალიან ემოციური თამაში იყო, ზუსტად ისეთი, როგორიც ფინალი უნდა ყოფილიყო. მადლობა მოწინააღმდეგე გუნდს და ვფიქრობ, რომ საოცარი სანახაობა იყო, რომელშიც ღირსეულმა გაიმარჯვა" , - განაცხადა ფინალური მატჩის საუკეთესო მორაგბემ.
ცნობისთვის, ბაბუნაშვილმა წლევანდელ დიდ 10-ში 165 ქულა გაიტანა და ტურნირის საუკეთესო მექულე გახდა.
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.