სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

ინგლისური "უოსპსი" ქართველმა მორაგბეებმა ზურაბ ჟვანიამ და ლაშა ჯაიანმა დატოვეს. აღნიშნული ინფორმაცია "ბზიკების" ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა.
"მადლობას ვუხდი ზურას და ლაშას კლუბისთვის გაწეული სამსახურისთვის. მათ სამომავლოდ წარმატებებს ვუსურვებთ", - განაცხადა "უოსპსის" მთავარმა მწვრთნელმა ლი ბლეკეტმა.
"უოსპსში" გატარებული დრო სასიამოვნო იყო. ეს კარგი გამოცდილებაა და მინდა გუნდს წარმატებები ვუსურვო სამომავლოდ", - თქვა ლაშა ჯაიანმა.
ზურას "უოსპსის" ოფიციალურ გვერდთან კომენტარი არ გაუკეთებია.
შეგახსენებთ, რომ ჟვანია "უოსპსს" 2018 წელს შეუერთდა და 35 მატჩში 3 ლელოს გატანა მოახერხა. "ზუზუ" ინგლისურ კლუბს ძალიან კარგად მოერგო და დეი იანგის წასვლამდე კლუბის ძირითადი მარცხენა ბურჯი გახლდათ, თუმცა იანგის წასვლის და ბლეკეტის მოსვლის შემდგომ, მას თამაში მხოლოდ ერთხელ მოუწია. ბრიტანულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ზურას უთამაშებლობის მიზეზი მისი მაღალი ხელფასი იყო, რომელიც პანდემიის დაწყების შემდეგ ფინანსურ კრიზისში მყოფ "უოსპსისთვის" პრობლემად იქცა და ეს არ უკავშირდებოდა რაიმე სპორტულ მიზეზს - იხილეთ ვრცლად რამდენიმე თვის წინ ბრიტანულ პრესაში გავრცელებული სტატია.
ჯაიანი "უოსპსს" 2020 წლის შემოდგომის ერთა თასის შემდეგ შეუერთდა, თუმცა ძირითად გუნდში არ უთამაშია.
ჯერჯერობით უცნობია, თუ სად განაგრძობენ ქართველი მორაგბეები კარიერას.
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.