სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

"პომ" გუშინ "ტვიტერზე" 2021/2022 წლების სეზონისთვის წამსვლელი და მომსვლელი მორაგბეების სია გამოაქვეყნა.
ატლანტიკური პირენეების წარმომადგენლებმა საქართველოს ნაკრების მესამეხაზელი ბექა გორგაძე წარადგინეს, რომელსაც კონტრაქტი 2023 წლამდე გაუფორმეს. გორგაძე "ბორდოდან" "პოში" რომ გადადიოდა აპრილის ბოლოს გახდა ცნობილი, ახლა კი ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.
გორგაძე "ბორდოს" 2018 წელს "მონ-დე-მარსანიდან" შეუერთდა და 25 მატჩში 3 ლელოს გატანა მოახერხა. ბექას ჟირონდულ კლუბთან კონტრაქტი ზაფხულში ეწურებოდა. მას საქართველოს ნაკრების კვართით 31-ჯერ უთამაშია და 2019 და 2020 წლების საუკეთესო ქართველ მორაგბედ დასახელდა.
როგორც მოგეხსენებათ, "პომ" ტოპ 14-ში ადგილის შენარჩუნება ბოლო ტურში მოახერხა და საპლეიაუტო მე-13 ადგილს თავი დააღწია.
ცნობილი გახდა, რომ "პოს" 18 მორაგბე დატოვებს. წამსვლელთა შორისაა 24 წლის მარცხენა ბურჯი ომარ ოდიშვილი, რომელმაც ატლანტიკურ პირენეებში 5 წელი გაატარა და "ჟიფის" სტატუსიც მოიპოვა, რომლითაც ის ფრანგ მორაგბეებს გაუთანაბრდება, ლეგიონერად აღარ ჩაითვლება და ამით ახალი კლუბის პოვნა უფრო გაუმარტივდება. ოდიშვილმა "პოს" ძირითად გუნდში 6 შეხვედრა ჩაატარა. ![]()
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.