სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

ქართველი რეფერი ნიკა ამაშუკელი, მსოფლიო რაგბის ისტორიაში პირველი ტიერ2 ქვეყნის წარმომადგენელია, რომელიც ტიერ1 ქვეყნის ნაკრებების მატჩს იმსაჯებს.
ის 3 ივლისს კარდიფში, 80-ათასიან „პრინციფალითი სთედიუმზე“ უელსისა და კანადის ნაკრებების შეხვედრას განსჯის, იქიდან კი რუმინეთში ჩავა და 10 ივლისს რუმინეთისა და შოტლანდიის მატჩს გაუძღვება.
შეგახსენებთ, მანამდე, 19 ივნისს ამაშუკელი 20-წლამდელთა ექვს ერზე უელსისა და იტალიის, ხოლო 25-ში ინგლისისა და შოტლანდიის დაპირისპირებას განსჯის:
„ზაფხულის საერთაშორისო მატჩების პერიოდში, 20-წლამდელთა ექვსი ერის ორ შეხვედრას ვიმსაჯებ და ვფიქრობდი, რომ მეტი დანიშვნა აღარ მექნებოდა, თუმცა, დამიკავშირდა მსოფლიო რაგბის მსაჯების ხელმძღვანელი ჟოელ ჟუში და მამცნო, რომ დანიშნული ვარ უელსი-კანადისა და რუმინეთი-შოტლანდიის მატჩებზე მოედნის მსაჯად. ეს პირველი პრეცედენტია, როდესაც ტიერ2-ის ქვეყნის წარმომადგენელი ცენტრს უმსაჯებს ტიერ1 ქვეყნის ნაკრებს“.
„ეს ძალიან დიდი პატივია. ოცნება ამიხდა, რადგან „პრინციფალითი სთედიუმზე“, სადაც პანდემიის შემდეგ, შეხვედრას პირველად დაესწრება მაყურებელი, მე ვიმსაჯებ უელსის თამაშს. ვფიქრობ, მოედანი პირთამდე იქნება გადაჭედილი. შემდეგ, სანამ შოტლანდია საქართველოში ჩამოვა, განახლებულ „არკულზე“ რუმინეთს ეწვევა და მთავარი მსაჯი აქაც მე ვიქნები. ასეთი კონკურენციის ფონზე ორ თამაშში ვიქნები ცენტრალური მსაჯი, რაც დიდი ბედნიერებაა“.
„ოთხივე თამაშის გათვალისწინებით, ქვეყნიდან ხანგრძლივი გასვლა მიწევს, რაც ადვილი ნამდვილად არ არის და ეს მენტალურ, ხოლო მოედანზე პერფორმანსი, დიდ ფსიქოლოგიურ რესურსს მოითხოვს. არაერთხელ გვისაუბრია რამდენად დიდ სტანდარტს ელიან ელიტარული მსაჯებისგან, რადგან გადაღების ხარისხი იმდენად მაღალია, ყველა დეტალი კარგად ჩანს და არაფერი უნდა გამოგეპაროს. ჩემს მენტორთან, დევიდ მაკქიუსთან ერთად, რომელიც ძალიან გახარებულია ამ დანიშვნებით და ეს სწორედ მისი დამსახურებაა, ვემზადები მომავალი თამაშებისთვის, როგორც ფიზიკურად, ასევე თეორიულად და მენტალურად“.
„მნიშვნელოვანია, მსოფლიო რაგბი ხედავდეს, რომ ჩვენ ვვითარდებით არა მხოლოდ თამაშის კუთხით, არამედ სხვა მიმართულებითაც და მაქსიმუმს გავიღებ, რათა ჩვენი ქვეყანა ვასახელო“.
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.