ოფიციალურად: ზაალ ლეჟავა ფრანგული ორლეანის სამწვრთნელო შტაბს შეუერთდა

ოფიციალურად: ზაალ ლეჟავა ფრანგული ორლეანის სამწვრთნელო შტაბს შეუერთდა

საქართველოს 7-კაცა ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი ზაალ ლეჟავა, კარიერას ფრანგულ "ორლეანში" განაგრძობს. აღნიშნული ინფორმაცია რამდენიმე დღის წინ ოფიციალურად დადასტურდა.

56 წლის სპეციალისტი "ორლეანის" მთავარი მწვრთნელის ასისტენტი იქნება. ის მთავარი გუნდის დაცვის სპეციალისტი იქნება და გუნდს ასევე შერკინებაშიც ავარჯიშებს. გარდა ამისა, იმუშავებს ამავე გუნდის აკადემიაშიც. 

ლეჟავა "ორლეანის" სამწვრთნელო შტაბში 2003-2004 წლებშიც მუშაობდა. ოთხი სეზონის განმავლობაში იყო სარაგბო კლუბ "ბლუას" მთავარი მწვრთნელი და ასევე 2010-2013 წლებში უკრაინის 7-კაცა ნაკრებს ხელმძღვანელობდა. ბოლო პერიოდში ლეჟავა საქართველოში მუშაობდა და 7-კაცა ნაკრების გარდა, გორის "ჯიქს" ედგა სათავეში. 

ცნობისთვის, "ორლეანი" ამჟამად ფედერალ 2-ში ასპარეზობს. პანდემიის გამო 2020/2021 წლების სეზონის სამივე ფედერალ დივიზიონი ჩაიშალა და მხოლოდ ხუთი ტური ჩატარდა, საიდანაც "ორლეანმა" ოთხ მატჩში იმარჯვა. 

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)