უელსის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ სამ ტესტ-მატჩს გამართავს

უელსის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ სამ ტესტ-მატჩს გამართავს

უელსის ნაკრები 2022 წლის ზაფხულში სამხრეთ აფრიკაში გაემზავრება, სადაც 6 ერის მოქმედი ჩემპიონები ტურნეს გამართავენ, რომლის ფარგლებშიც 2019 წლის მსოფლიო თასის გამარჯვებულთან სამ ტესტ-მატჩს ჩაატარებენ.

აღნიშნულ ინფორმაციას ცნობილი უელსური გამოცემა Walesonline.Co.Uk "დრაკონების" მთავარი მწვრთნელის უეინ პივაკის სიტყვებზე დაყრდნობით ავრცელებს, რომელმაც 2023 წლის მსოფლიო თასის სამზადისზე და მოსამზადებელი მატჩების განრიგზე ისაუბრა. 

ცნობისთვის, უელსის ნაკრები უკანასკნელად სამხრეთ აფრიკას 2014 წელს სტუმრობდა. 

შეგახსენებთ, რომ უელსის ნაკრები წლევანდელ ზაფხულის ტესტებზე შინ კანადას და არგენტინას (ორჯერ) ეთამაშება, ხოლო შემოდგომის ტესტებზე ახალ ზელანდიას, სამხრეთ აფრიკას, ავსტრალიას და ფიჯის უმასპინძლებს. 

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)