ოფიციალურად: ნიცა ორმა ქართველმა ბურჯმა დატოვა

ოფიციალურად: ნიცა ორმა ქართველმა ბურჯმა დატოვა

"ნიცას" ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, ზღვისპირა ალპური კლუბი 15 მორაგბემ დატოვა. 

წამსვლელ მორაგბეთა შორის არიან ქართველი ბურჯები, 36 წლის კახაბერ კობერიძე და 32 წლის ლადო გუნიავა, რომლებმაც ხმელთაშუა ზღვისპირა გუნდში სამი სეზონი გაატარეს. 

გუნიავა "ნიცას" 2018 წელს "ლიმოჟიდან" შეუერთდა და 34 მატჩში 3 ლელოს გატანა მოახერხა. მან წლევანდელ ნასიონალში 7 შეხვედრა ჩაატარა, საიდანაც 3 შემთხვევაში ძირითად შემადგენლობაში იყო. ის კარიერას ფედერალ 1-ის "გრასეში" განაგრძობს. კობერიძე "ნიცაში" 2018 წელს "ტარბიდან" გადავიდა და 37 თამაშში მოწინააღმდეგის ლელო ერთჯერ აიღო. მან წლევანდელ სეზონში 14 შეხვედრა ჩაატარა. 

როგორც მოგეხსენებათ, "ნიცას" მთავარი მწვრთნელი ვეტერანი ბორჯღალოსანი დავით ბოლღაშვილია, რომელსაც 2000-2010 წლებში საქართველოს ნაკრების კვართით 30-ჯერ უთამაშია და 5 ლელოს გატანა მოახერხა, ხოლო რევაზ გიგაური, რომელსაც 2006-2015 წლებში "ბორჯღალოსნების" რიგებში ჩატარებულ 39 მატჩში 2 ლელო აქვს გატანილი, "ნიცას" სარაგბო სკოლის ტექნიკური მენეჯერის თანამდებობას იკავებს.

"ნიცა" ძალიან ახლოს იყო პრო დ2-ში აღზევებასთან. კლუბმა რეგულარული ჩემპიონატი შესანიშნავად ჩაატარა და ნასიონალის ნახევარფინალში გავიდა, სადაც "ნარბონთან" საკუთარ მოედანზე ძალიან დასანანახი მარცხი განიცადა - "ნიცა" 9:12 დამარცხდა და გადამწყვეტი ჯარიმა 79-ე წუთზე გაუშვა. 

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)