ოფიციალურად: რუმინეთის ნაკრები ზაფხულის ტესტებზე არგენტინას უმასპინძლებს

ოფიციალურად: რუმინეთის ნაკრები ზაფხულის ტესტებზე არგენტინას უმასპინძლებს

რუმინულ და არგენტინულ პრესაში გავრცელებული ცნობა მართალი აღმოჩნდა - 3 ივლისს თბილისის დროით 22 საათზე "მუხები" ბუქარესტში "პუმებს" უმასპინძლებენ. აღნიშნული ინფორმაცია რამდენიმე წუთის წინ ორივე ქვეყნის რაგბის კავშირმა დაადასტურა. 

ეს გუნდები ერთმანეთს მერვედ დაუპირისპირდებიან - ბოლოს ერთმანეთს 2011 წლის მსოფლიო თასზე შეხვდნენ. აქამდე ყველა მატჩში არგენტინელებმა იმარჯვეს.

არგენტინის გარდა, რუმინეთი შინ კიდევ ერთ პირველ დონის გუნდს შოტლანდიას 10 ივლისს ეთამაშება. ასევე საუბარია, რომ "მუხები" 17 ივლისს იაპონიას უმასპინძლებენ, თუმცა ეს მატჩი ჯერჯერობით ოფიციალურად არ დადასტურებულა. აღსანიშნავია, რომ რუმინეთის ნაკრები 2006 წლის შემდეგ ტიერ 1-ის ქვეყანას მსოფლიო თასებს მიღმა პირველად შეხვდება, ხოლო 2004 წლის შემდეგ შინ პირველად მიიღებს.

რაც შეეხება "პუმებს", ისინი რუმინეთთან მატჩის შემდეგ გეზს უელსისკენ აიღებენ, რომელსაც 10 და 17 ივლისს კარდიფში, "ფრინსიფალითი სთედიუმზე" ეთამაშებიან. 

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)