ფრანგული პრესა: აჟენმა 20 წლის ქართველი მეორეხაზელი გაიფორმა

ფრანგული პრესა: აჟენმა 20 წლის ქართველი მეორეხაზელი გაიფორმა

პრო დ2-ში დაქვეითებულმა "აჟენმა" 20 წლის ქართველი მეორეხაზელი ლუკა მაჭარაშვილი "მასიდან" გაიფორმა. აღნიშნულ ინფორმაციას ფრანგული გამოცემები Le Petit Bleu d'Agen და Allrugby ავრცელებენ. 

მაჭარაშვილი 2019 წელს მარნეულის "არმაზიდან" პრო დ2-ის "ორიაკში" გადავიდა, ხოლო 2020 წელს ნასიონალის "მასის" მიაშურა, რომლის რიგებშიც ესპუარებში ასპარეზობდა.

ამრიგად, "აჟენში", რომელმაც წლევანდელ ტოპ 14-ში ყველა მატჩი წააგო და პრო დ2-ში გავარდა, მომდევნო სეზონში ოთხი ქართველი მორაგბე იასპარეზებს - აკვიტანიური კლუბი ბურჯმა გიორგი თეთრაშვილმა დატოვა, რომელიც ელიტაში აღზევებულ "პერპინიანში" ითამაშებს. სამაგიეროდ, მათ მაჭარაშვილის გარდა, "აკადემიის" 19 წლის მარცხენა ბურჯი მამუკა მსტოიანი, 34 წლის კვაჭი ჯაბა ბრეგვაძე (თავისუფალი აგენტი) და "ლელო სარასენსის" 26 წლის მეორეხაზელი გრიგორ ქერდიყოშვილი დაიმატეს. 

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)