29 მსოფლიო ჩემპიონი და 8 დებიუტანტი - სამხრეთ აფრიკა საქართველოს და ლომების წინააღმდეგ დაირაზმა

29 მსოფლიო ჩემპიონი და 8 დებიუტანტი - სამხრეთ აფრიკა საქართველოს და ლომების წინააღმდეგ დაირაზმა

სამხრეთ აფრიკის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ჟაკ ნინაბერმა, საქართველოს ნაკრების და ბრიტანელი და ირლანდიელი ლომების წინააღმდეგ გაფართოებული 46-კაციანი შემადგენლობა. 

"სპრინგბოკსი" 2019 წლის მსოფლიო თასის შემდეგ პირველად იასპარეზებს და ბუნებრივია, რომ მათმა ახალმა მთავარმა მწვრთნელმა უძლიერეს შემადგენლობას უხმო, რომლის რიგებშიც 29 მსოფლიო ჩემპიონი და 8 დებიუტანტია. უკეპო მორაგბეები არიან: უკანახაზელები - აფელელე ფასი, ფრთა იოვ პენქსი, როსკო სპეკმანი, ვანდისილე სიმელანი, სანელე მოჰამბა და მორკინალები - იასპერ ვიზე, ნიკო იენს ვან რენსბურგი და ჯოზეფ დვება. 

2016 წლის შემდეგ ნაკრებში პირველად ითამაშებს ვეტერანი მგეზავი მორნი სტეინი (67 კეპი, 738 ქულა), რომელსაც 11 ივლისს 37 წელი შეუსრულდება. ყველაზე დიდი მოულოდნელობა გახლდათ ბრწყინვალე ფორმაში მყოფი მესამეხაზელის მარსელ კუციას განაცხადს მიღმა დატოვება. 

შეგახსენებთ, რომ "სპრინგბოკსი" საქართველოს ნაკრებს 2 და 9 ივლისს ეთამაშება, ხოლო ბრიტანელი და ირლანდიელი ლომების წინააღმდეგ 3 მატჩს გამართავს - 24 ივლისს კეიპტაუნში უმასპინძლებს, ხოლო 31 ივლისს და 7 აგვისტოს მატჩები იოჰანესბურგში გაიმართება. 


კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)