შინ ბათუმის წინააღმდეგ - აია დიდი 10-ის ფინალში დამაჯერებელი გამარჯვებით გავიდა

შინ ბათუმის წინააღმდეგ - აია დიდი 10-ის ფინალში დამაჯერებელი გამარჯვებით გავიდა

დიდი 10-ის მეორე ნახევარფინალურ მატჩში "აია" შინ "ყოჩებს" დაუხვდა და დამაჯერებლად 31:12 სძლია. 

ქუთაისელებმა პირველივე ტაიმში დიდი უპირატესობა მოიპოვეს. მასპინძლებმა მოწინააღმდეგე ოთხჯერ დაალელოვეს, თავად კი ერთი მიიღეს და ტაიმი 24:5 დასრულდა. მეორე ნახევარში კი გუნდებმა თითო-თითო ლელო გაიტანეს და საბოლოო ჯამში "აიამ" 19-ქულიანი სხვაობით იმარჯვა.

"აიას" მხრიდან ლელოები სანდრო მამამთავრიშვილმა, პეტრე ჯინჭარაძემ, გიორგი აბრამიძემ და სანდრო ფურცხვანიძემ გაიტანეს, ხოლო მე-13 წუთზე შოთა თევზაძემ საჯარიმო ლელო ჩათვალა. "ყოჩების" რიგებიდან ლელოები ლაშა მალაღურაძემ და ნიკოლოზ რეხვიაშვილმა მიითვალეს. მატჩის საუკეთესო მორაგბედ "აიას" მარჯვენა ბურჯი ნიკა პატარაია დასახელდა. 

ამრიგად, 12 ივნისს 17 საათზე "აია" დიდი 10-ის ფინალში "აია არენაზე" მოქმედ ჩემპიონს "ბათუმს" უმასპინძლებს. 

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)