სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

დიდი 10-ის პირველ ნახევარფინალურ მატჩში მოქმედი ჩემპიონი "ბათუმი" საკუთარ მოედანზე "აკადემიას" დაუხვდა, 28:13 სძლია და ფინალში გავიდა.
ტაიმი ფრედ 13:13 დასრულდა. მამუკა ნინიძემ და დავით მოძღვრიშვილმა ორ-ორი ჯარიმა და თითო გარდასახვა გაიტანეს, ხოლო ლელოები ტაიმის მიწურულს ვანო ფუტკარაძემ და ვანო ბერიკაშვილმა გაიტანეს.
მეორე ნახევრის დასაწყისში "ბათუმი" ლელოთი ბექა მამრიკიშვილმა დააწინაურა. 50-ე წუთისთვის ქულების აღება "აკადემიასაც" შეეძლო - თბილისელები მეტოქის 5-მეტრიანში იყვნენ და მოლის ჩაქცევისთვის დაჩი კოპაძე გაასინბინეს. რიცხობრივ უპირატესობაში დარჩენილმა "აკადემიამ" არ გარისკა და ლელოს ნაცვლად, 3 ქულაზე თამაში გადაწყვიტა, რაც არასწორი აღმოჩნდა - მოძღვრიშვილმა ჯარიმა ვერ გაიტანა, ხოლო "მხატვრებს" ამის შემდეგ ასეთი შანსი ფაქტობრივად აღარ ჰქონიათ.
სამაგიეროდ, მასპინძლებმა მალევე შეძლეს წნეხის მოგერიება და მეტოქის 22-ში მყარად დამკვიდრდნენ. შედეგად, ჯერ 54-ე წუთზე საბა ფესვიანიძე გაუსინბინეს სტუმრებს, ხოლო 66-ე წუთზე სტუმრებმა ვეღარაფერი მოუხერხეს აჭარლების მძლავრ შეტევებს და გოგა ქადარიამ "მხატვრების" ლელო აიღო, რომელმაც ხუთ წუთში კიდევ ერთი ლელო გაიტანა და დუბლი გაიფორმა. მატჩის საუკეთესო მორაგბედ "ბათუმის" გარემარბი ანზორ სიჭინავა დასახელდა.
ამრიგად, "ბათუმი" დიდი 10-ის ფინალში გავიდა და 12 ივნისს "აია არენაზე" ითამაშებს. მეორე ფინალისტის ვინაობა სულ ცოტა ხანში გაირკვევა - 17 საათზე "აია" შინ "ყოჩებს" ეთამაშება და გამარჯვებული "ბათუმს" შეერკინება.
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.