ოფიციალურად: საქართველოს ნაკრების მეორეხაზელმა ტარბი დატოვა

ოფიციალურად: საქართველოს ნაკრების მეორეხაზელმა ტარბი დატოვა

საქართველოს ნაკრების მეორეხაზელმა დავით გიგაურმა "ტარბი" დატოვა. აღნიშნული ინფორმაცია ფრანგული კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა.

გიგაურის გარდა, "ტარბი" კიდევ ცხრა მორაგბემ დატოვა. სოციალური ქსელის საშუალებით კლუბმა წამსვლელ მორაგბეებს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და სამომავლო კარიერაში წარმატებები უსურვა. 

27 წლის მეორეხაზელი "ტარბის" გასულ ზაფხულს "კოლომიედან" შეუერთდა და ნასიონალში ჩატარებულ 14 მატჩში 1 ლელო გაიტანა. გიგაურს საქართველოს ნაკრებში დებიუტი 2019 წელს ჰქონდა, მას შემდეგ 11 კეპი მოიხვეჭა და 1 ლელო მიითვალა. ჯერჯერობით უცნობია, თუ სად განაგრძობს კარიერას.  

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)