გიგი ლეშკაშელი მონპელიეს ძირითად შემადგენლობაში მეორედ ითამაშებს

გიგი ლეშკაშელი მონპელიეს ძირითად შემადგენლობაში მეორედ ითამაშებს

© Icon Sport

ტოპ 14-ის რეგულარული გათამაშების ბოლო ტურში "მონპელიე" გასვლაზე "პოს" ეთამაშება.

აღნიშნულ მატჩში ითამაშებს 20 წლის მესამეხაზელი გიგი ლეშკაშელი, რომელიც "მონპელიეს" სასტარტო თხუთმეტეულში მეორედ იქნება. გიგიმ 15 მაისს "სტად ფრანსესთან" გასვლით მატჩში 37 წუთი ითამაშა. მან პარიზელების წინააღმდეგ 8 ნომრის პოზიციაზე იასპარეზა, ხოლო ამჯერად 7 ნომერზე იქნება გამწესებული. გიგი "მონპელიეში" 2019 წელს ჩაირიცხა და ესპუარების გუნდში რეგულარულად ასპარეზობს. ის წინა სეზონში 7-კაცას ფესტივალზეც გამოჩნდა.

"მონპელიესთვის" ეს მატჩი სატურნირო თვალსაზრისით აღარაფერს წყვეტს - გუნდმა ტოპ 14-ში ადგილი გასულ ტურში ოფიციალურად შეინარჩუნა, ხოლო პლეი-ოფში თამაშის შანსი დიდი ხანია დაკარგული აქვს. რაც შეეხება "პოს", მათთვის ამ თამაშს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან კლუბი ბოლოსწინა მე-13 ადგილზე იმყოფება და თუ არაფერი შეიცვალა, მას პრო დ2-ის ფინალისტთან მოუწევს დარჩენისთვის ბრძოლა, თუმცა "პოს" შანსი აქვს, ელიტაში დარჩენა იქამდე გაინაღდოს, რისთვის საჭიროა, რომ თავად შინ "მონპელიე" დაამარცხოს, ხოლო "ბაიონი" შინ "სტად ფრანსესთან" დამარცხდეს, რომელიც თავის მხრივ საჩემპიონო პლეი-ოფში მოსახვედრად იბრძვის და მხოლოდ გამარჯვება აწყობს. იმ შემთხვევაში, თუ გუნდები თანაბარ ქულებს დააგროვებენ, უფრო მაღალ პოზიციას "პო" დაიკავებს, რადგან ურთიერთშეხვედრებში ორივე მატჩი მოგებული აქვს. როგორც იცით, მომდევნო სეზონიდან "პოს" ღირსებას ბექა გორგაძე დაიცავს. ამავე კლუბში ასპარეზობს ბურჯი ომარ ოდიშვილი. 

მატჩი შაბათს თბილისის დროით 23:05 საათზე დაიწყება.

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)