სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

ტოპ 14-ის რეგულარული ჩემპიონატის ბოლო ტურში "ბრივი" გასვლაზე "რასინგ 92"-ს ეთამაშება.
"ბრივისთვის" ამ მატჩს სატურნირო თვალსაზრისით აღარანაირი მოტივაცია არ გააჩნია, რადგან კლუბმა გასულ ტურში ოფიციალურად მოახერხა ტოპ 14-ში ადგილის შენარჩუნება. შესაბამისად, ბოლო ტურში "ბრივი" გადახალისებული შემადგენლობით ითამაშებს.
წლევანდელ ტოპ 14-ში პირველად ითამაშებს კვაჭი ვანო კარკაძე, რომელმაც აგვისტოში მიღებული მძიმე ტრავმის გამო რვა თვე გამოტოვა და მინდორს აპრილში ესპუარების რიგებში დაუბრუნდა, ახლა კი ძირითად გუნდის სასტარტო თხუთმეტეულში იქნება. ასევე ძირითად შემადგენლობაშია მესამეხაზელი ირაკლი ცხადაძე, რომელიც სეზონის დასრულების შემდეგ გუნდს ტოვებს და "ბრივის" რიგებში დამოსამშვიდობებელ შეხვედრას ჩაატარებს. სასტარტოშია მგეზავი თედო აბჟანდაძე, ხოლო მარჯვენა ბურჯი ლუკა ჯაფარიძე, რომელმაც მარტში ხელი დაიზიანა და თითქმის სამი თვის გამოტოვება მოუწია - მარქაფაშია.
მატჩი შაბათს თბილისის დროით 23:05 საათზე დაიწყება.
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.