დამიან მაკქენზი უხეშობისთვის დასაჯეს და წლევანდელ სუპერ რაგბიში ვეღარ ითამაშებს (VIDEO)

დამიან მაკქენზი უხეშობისთვის დასაჯეს და წლევანდელ სუპერ რაგბიში ვეღარ ითამაშებს (VIDEO)

ახალი ზელანდიის ნაკრების და "ჩიფსის" ვარსკვლავი დამიან მაკქენზი უხეში თამაშისთვის "სანზაარის" სადისციპლინო კომიტეტმა სამკვირიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა, რაც იმას ნიშნავს, რომ ის წლევანდელ ტრანს-ტასმან სუპერ რაგბიში ვეღარ ითამაშებს.

მაკქენზიმ "რედსთან" მატჩის 22-ე წუთზე ავსტრალიელ ჰავბექ ტეიტ მაკდერმოტს სახეში მხარი ჩაარტყა და წითელი ბარათით დაისაჯა, ხოლო "სანზაარმა" ჩათვალა, რომ აღნიშნული სასჯელი არ კმაროდა და დამიანი კიდევ უფრო მკაცრად დასაჯა. 

დამიანმა წლევანდელ სუპერ რაგბი აოტეაროაში 8 შეხვედრა ჩაატარა და 111 ქულა გაიტანა, ხოლო ტრანს-ტასმან რაგბიში 3-ჯერ ითამაშა და 23 ქულა მოიხვეჭა.

მაკქენზის უხეშობა იხილეთ 1:33 წუთიდან. 

კომენტარის დასამატებლად საჭიროა ავტორიზაცია

კომენტარები 0

🏉 1vs1 რაგბის მსოფლიო სერია – თბილისი 2025
🏖️ პირველი ქვიშის თაჩ-რაგბის ტურნირი დასავლეთ საქართველოში – „ზაფხულის თამაშები 2025“
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2024 წლის ერთა თასზე
საფრანგეთი - ახალი ზელანდია 40:25 (VIDEO)