სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

© გოგიტა ბუხაიძე
2021 წლის რაგბი ევროპის 7-კაცა ჩემპიონატის პირველი ეტაპი პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში 5 და 6 ივნისს გაიმართება. ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს 7-კაცა ნაკრების მეტოქეები გერმანია, პორტუგალია და ლიეტუვა იქნებიან. მეორე ჯგუფში ესპანეთის, იტალიის, რუსეთის და პოლონეთის ნაკრებები იასპარეზებენ. ჯგუფის ლიდერები საპირისპირო ოთხეულის ბოლო ადგილოსანს დაუპირისპირდებიან, მეორე და მესამე ადგილოსნები კი ერთმანეთს.
საქართველოს 7-კაცა ნაკრები პირველ შეხვედრას 5 ივნისს თბილისის დროით 14:22 საათზე მასპინძელი პორტუგალიის წინააღმდეგ გამართავს, ჯგუფური ეტაპის მეორე შეხვედრაში ჩვენი ნაკრები 16:30 საათზე გერმანიას ეთამაშება, ხოლო დასკვნით მატჩში 19 საათზე მოწინააღმდეგე ლიეტუვის ნაკრები იქნება.
საპლეიოფო მატჩები 6 ივნისს გაიმართება, ხოლო ზუსტი განრიგი ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.
იხილეთ სრულად ლისაბონის ტურნირის განრიგი
საქართველოს ნაკრები ლისაბონში დღეს გაემგზავრება. შემადგენლობა კი ასე გამოიყურება:
ლევან ნარიმანიძე (ხარები, რუსთავი), პაატა ბურჭულაძე (ხარები), ალექსანდრე კალმახელიძე (არმაზი, მარნეული), ლუკა მატკავა (არმაზი, მარნეული), ნიკოლოზ გიგაური (არმაზი, მარნეული), გიორგი ყუფარაძე (იუნკერები, კიკეთი), გიორგი შკინინი (ლოკომოტივი, თბილისი), ლევან ქუშაშვილი (ლელო-სარასენსი, თბილისი), ლუკა ხეხელაშვილი (ლელო-სარასენსი, თბილისი), რევაზ ხარაზიშვილი (იუნკერები, კიკეთი), ნიკოლოზ ბაგაშვილი (ლელო-სარასენსი, თბილისი), ნიკო ტაბაღუა (არმაზი, მარნეული).
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.