სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

© გოგიტა ბუხაიძე
საქართველოს 7-კაცა ნაკრები მოახლოებული რაგბი ევროპის ჩემპიონატის სერიის პირველი ეტაპისთვის აქტიურად ემზადება.
ტურნირის პირველი ეტაპი პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში 5 და 6 ივნისს გაიმართება. ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს 7-კაცა ნაკრების მეტოქეები გერმანია, პორტუგალია და ლიეტუვა იქნებიან. მეორე ჯგუფში ესპანეთის, იტალიის, რუსეთის და პოლონეთის ნაკრებები იასპარეზებენ. ჯგუფის ლიდერები საპირისპირო ოთხეულის ბოლო ადგილოსანს დაუპირისპირდებიან, მეორე და მესამე ადგილოსნები კი ერთმანეთს.
ლისაბონის ეტაპისთვის მოსამზადებელ შეკრებაზე და მოახლოებულ ტურნირზე ისაუბრა 7-კაცა ნაკრების ყველაზე გამოცდილმა მორაგბემ გიორგი შკინინმა, რომელიც 7-კაცა ნაკრებს ხუთწლიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა.
"ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფში გვყავს გერმანიის, პორტუგალიის და ლიეტუვის ნაკრებები. სამწუხაროდ კოვიდმა ყველაფერზე იმოქმედა და არც ეს ევროპის ჩემპიონატი გამოდგა გამონაკლისი, ოთხმა გუნდმა უარი განაცხადა თამაშზე. ძალიან საინტერესო იქნება, აქაც ბევრი ცვლილება იყო და მეც მაგ ცვლილების შედეგი ვარ - ხუთწლიანი პაუზის შემდეგ ისევ ნაკრებში მოვხვდი, მაგრამ დიდი სიამაყე და დიდი პატივია ჩემთვის ისევ აქ თამაში და მჯერა იმისა, რომ ასეთი უეცარი რაღაცეები ყოველთვის კარგად მთავრდება და კარგი რაღაცეები გამოდის. ახალგაზრდა ბიჭები არიან, ზოგი ჩემზე ორჯერ უმცროსი, მაგრმა ძალიან მონდომებულნი, თვალებანთებულნი და იმისთვის მივდივართ, რომ ძალიან დიდი სიამოვნება მივიღოთ და რაც შეიძლება მეტი თამაში მოვიგოთ", - განაცხადა 38 წლის გარემარბმა.
საქართველოს ნაკრები ლისაბონში დღეს გაემგზავრება. შემადგენლობა კი ასე გამოიყურება:
ლევან ნარიმანიძე (ხარები, რუსთავი), პაატა ბურჭულაძე (ხარები), ალექსანდრე კალმახელიძე (არმაზი, მარნეული), ლუკა მატკავა (არმაზი, მარნეული), ნიკოლოზ გიგაური (არმაზი, მარნეული), გიორგი ყუფარაძე (იუნკერები, კიკეთი), გიორგი შკინინი (ლოკომოტივი, თბილისი), ლევან ქუშაშვილი (ლელო-სარასენსი, თბილისი), ლუკა ხეხელაშვილი (ლელო-სარასენსი, თბილისი), რევაზ ხარაზიშვილი (იუნკერები, კიკეთი), ნიკოლოზ ბაგაშვილი (ლელო-სარასენსი, თბილისი), ნიკო ტაბაღუა (არმაზი, მარნეული).
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.