სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1

საქართველოს ნაკრების მესამეხაზელი ბექა საღინაძე პრო დ2-ის 2020/2021 წლების სეზონის ახალგაზრდულ სიმბოლურ გუნდში მოხვდა, რომელიც ცნობილმა ფრანგულმა სარაგბო გამოცემა "რაგბირამამ" შეადგინა.
სიმბოლურ გუნდში მყოფი მორაგბეების მაქსიმალური ასაკი 25 წელს შეადგენს. ისიც მხოლოდ ერთი მოთამაშეა 25 წლის - "ვალანს რომანსის" და არგენტინის ნაკრების შუამარბი ლუკას მენსა. ყველაზე ახალგაზრდა მორაგბე კი "პერპინიანის" მარცხენა ბურჯი საშა ლოტრიო არის, რომელიც 20 წლის გახლავთ.
ვნახოთ, რას წერს "რაგბირამა" საღინაძეზე:
7. ბექა საღინაძე
"ორიაკი" - 22 წლის - 192 სმ - 108 კგ - საქართველო
"ჭეშმარიტი ქართული სტილით გამოირჩევა. ბექამ "ორიაკში" ბევრი სამუშაო შეასრულა. ფიზიკურად ძლიერი და მკაცრი ბოჭვებით ცნობილი, რომელმაც "ორიაკის" ძირითად შემადგენლობაში 15 შეხვედრა ჩაატარა. საბოლოო ჯამში შეიძლება ითქვას, რომ არც თუ ისე დიდი სათამაშო დრო ჰქონდა, მაგრამ არ უნდა დავივიწყოთ, რომ მან საქართველოს ნაკრებთან ერთად 7 შვიდი შეხვედრა ჩაატარა, რომლის ძირითადი შემადგენლობის წევრიც გახლავთ. პრო დ2-ში მისმა კარგმა თამაშმა კი გამოიწვია ის, რომ ბექამ "ლიონთან" გააფორმა კონტრაქტი და ახალი სეზონიდან ტოპ 14-ში ითამაშებს."
სისწრაფე, ძალა და სტრატეგია – მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული! ⚡ 2025 წელს თბილისი მასპინძლობს უნიკალურ საერთაშორისო ღონისძიებას — 1vs1
31 აგვისტოს ფოთში გაიმართა ქვიშის თაჩ რაგბის ტურნირი ფოთის მუნიციპალიტეტისა და თაჩ რაგბი ჯორჯიას ორგანიზებით. მონაწილეობა მიიღო რეგიონის 8
როგორც მოსალოდნელი იყო 2024 ის ერთა თასისთვის ახალმა მწვრთნელმა, დატოვებულ შემადგენლობაში ცვლილებები შეიტანა და ერთბაშად 11 დებიუტანტს უხმო
აღსანიშნავია, რომ "ლე ბლემ" "ოლ ბლექსის" დამარცხება 2009 წლის შემდეგ პირველად მოახერხა.